Accentnews.ge
საქართველომ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი გაზარდა

საქართველომ რუსეთიდან ბუნებრივი აირის იმპორტი გაზარდა

20/07/2023 14:26:33 ეკონომიკა, საზოგადოება

საქართველოსთვის ბუნებრივი აირის მთავარ მიმწოდებლად აზერბაიჯანი რჩება, მაგრამ რუსეთის წილი ქართულ ბაზარზე გაიზარდა. ამაზე სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები მეტყველებს.

საქსტატის მონაცემებით, 2021-2022 წლებში რუსეთიდან გაზის იმპორტის წილმა 20%-ს გადააჭარბა, 2023 წლის ექვს თვეში კი 29,2% შეადგინა.

რუსეთიდან იმპორტის ყველაზე შესამჩნევი ზრდა გასული წლის ბოლოს და მიმდინარე წლის დასაწყისში დაფიქსირდა. 2022 წლის ნოემბერში რუსეთიდან გაზის იმპორტმა შეადგინა $20,9 მლნ (მთლიანი იმპორტის 40%), დეკემბერში - $38 მლნ (45%), 2023 წლის იანვარში - $33,3 მლნ (37%), თებერვალში - $32,9 მლნ (39%).

მიმდინარე წლის იანვარ-ივნისში შეძენილი რუსული გაზის მთლიანმა ღირებულებამ 78 მილიონ დოლარს გადააჭარბა (140%-იანი ზრდა გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით).

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ ადრე განაცხადა, რომ იმპორტის ზრდა „შემაშფოთებელი არ არის“ და რომ ის ძირითადად სომხეთში გაზის ტრანზიტით არის განპირობებული.

რაც შეეხება იმპორტირებული გაზის მოცულობას, მარაგულირებელი კომისიის სტატისტიკით, 2018 წელს რუსეთიდან გაზის იმპორტმა შეადგინა 39 მილიონი კუბური მეტრი, 2019 წელს - 162 მილიონი, 2020 წელს - 204 მილიონი, 2021 წელს - 397 მილიონი, 2022 წელს - 520 მილიონი კუბური მეტრი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S