Accentnews.ge
WP: კიევმა აშშ-ის მიერ მიწოდებული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება სამხრეთ-აღმოსავლეთით  რეგიონებში დაიწყო

WP: კიევმა აშშ-ის მიერ მიწოდებული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება სამხრეთ-აღმოსავლეთით  რეგიონებში დაიწყო

20/07/2023 14:06:04 მსოფლიო

უკრაინამ სამხრეთ-აღმოსავლეთ უკრაინაში რუსული ძალების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ მიწოდებული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება დაიწყო, რათა გაანადგუროს კარგად გამაგრებული რუსული პოზიციები, რომლებმაც უკრაინის ზაფხულის კონტრშეტევა შეანელა, - იუწყება The Washington Post უკრაინელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით.

გამოცემა წერს, რომ ამერიკული წარმოების იარაღის გამოყენებას წინ უსწრებდა აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის "რთული გადაწყვეტილება" უკრაინისთვის აღნიშნული საბრძოლო მასალის მიწოდების შესახებ.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ თუკი უკრაინა კასეტურ საბრძოლო მასალას გამოიყენებს, რუსეთი ადეკვატურად იმოქმედებს, თუმცა, გაერო-ს ცნობით, რუსეთმა უკრაინაში შეჭრის შემდეგ კასეტური საბრძოლო მასალა უკრაინის დასახლებულ რაიონებში არაერთხელ გამოიყენა.

კასეტური ბომბები კანონით 120-ზე მეტ ქვეყანაშია აკრძალული, თუმცა ამ ქვეყნებს შორის უკრაინა და რუსეთი არ არიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S