Accentnews.ge
ესპანეთმა ვენესუელის კონტრდაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი შეერთებულ შტატებს გადასცა

ესპანეთმა ვენესუელის კონტრდაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი შეერთებულ შტატებს გადასცა

20/07/2023 13:10:38 მსოფლიო

ესპანეთმა ვენესუელის სამხედრო კონტრდაზვერვის ყოფილი ხელმძღვანელი, უგო ჩავესის მოკავშირე 63 წლის უგო კარვახალი (მეტსახელად "წიწილა") შეერთებულ შტატებს გადასცა,– იუწყება Reuters დაკავებულის ადვოკატზე დაყრდნობით.

ბრალდებული სავარაუდოდ ხუთშაბათს გამოცხადდება მანჰეტენის ფედერალურ სასამართლოში.

ამერიკელი პროკურორები კარვახალს 2011 წლიდან ადანაშაულებენ ნარკოკარტელის წევრობაში. კერძოდ, ის 17 წლის წინ, ვენესუელის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელობისას კოორდინაციას უწევდა მექსიკაში ხუთნახევარი ტონა კოკაინის მიწოდებას. შემდეგ ნარკოტიკი აშშ–ში უნდა გადაეგზავნათ. გარდა ამისა, ამერიკელები ეჭვობენ კარვახალს მონაწილეობას კოლუმბიური მემარცხენე რადიკალური ჯგუფისთვის FARC ("კოლუმბიის რევოლუციური შეიარაღებული ძალები") იარაღის მიწოდებაში, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში იბრძოდა ქვეყნის ლეგიტიმური ხელისუფლების წინააღმდეგ და რომელიც შეერთებულმა შტატებმა ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადა.

კარვახალი ბრალდებას უარყოფს და ცდილობდა ექსტრადაციის თავიდან აცილებას, თუმცა მას შემდეგ, რაც ევროსასამართლომ მისი სარჩელი არ დააკმაყოფილა, ესპანეთის სასამართლომ ექსტრადაციაზე თანხმობა განაცხადა.

კარვახალი 2004-2011 წლებში ხელმძღვანელობდა ვენესუელის სამხედრო კონტრდაზვერვას და იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ადამიანი ქვეყანაში.

2014 წელს, სახელმწიფო დეპარტამენტის მოთხოვნით, კარვახალი დააკავეს ჰოლანდიის კუნძულ არუბაზე, სადაც ის ვენესუელის გენერალური საკონსულოს ხელმძღვანელად მუშაობდა. სასამართლომ დიპლომატიური პასპორტის მფლობელის მიმართ ქმედებები უკანონოდ ცნო და კარვახალი სამშობლოში დაბრუნდა, სადაც მას, როგორც გმირს, ისე შეხვდა ახალი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო, რომელმაც გარდაცვლილი ჩავესი შეცვალა. 2019 წელს კარვახალი მადუროს წინააღმდეგ წავიდა და ოპოზიციის ლიდერს ხუან გუაიდოს დაუჭირა მხარი. ამის გამო მას ჯერ დომინიკელთა რესპუბლიკაში გაქცევა მოუწია, შემდეგ კი ესპანეთში.

ესპანეთში ის ჯერ შეერთებული შტატების მოთხოვნით დააკავეს, თუმცა შემდეგ გაათავისუფლეს, რადგან ესპანეთის პირველი ინსტანციის სასამართლომ ამერიკელების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა. ზემდგომმა სასამართლომ გააუქმა ეს გადაწყვეტილება და პოლიციამ კვლავ სცადა კარვახალის დაკავება, მაგრამ მან გაქცევა მოახერხა. ის ორი წლის განმავლობაში ემალებოდა მართლმსაჯულებას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S