Accentnews.ge
რუსების მიერ ოდესის დაბომბვისას ჩინეთის საკონსულოს შენობა დაზიანდა

რუსების მიერ ოდესის დაბომბვისას ჩინეთის საკონსულოს შენობა დაზიანდა

20/07/2023 11:37:14 მსოფლიო

უკრაინაში, ოდესას რეგიონში რუსების დაბომბვის შედეგად ჩინეთის საკონსულოს შენობაც დაზიანდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გუბერნატორი ოლეგ კიპერი ავრცელებს.

გუბერნატორის განცხადებით, რუსეთი მიზანმიმართულად ბომბავს საპორტო ინფრასტრუქტურას და ასევე აზიანებს მის გარეშე არსებულ ადმინისტრაციულ და საცხოვრებელ ინფრასტრუქტურას.

"აგრესორი მიზანმიმართულად ბომბავს პორტის ინფრასტრუქტურას, იქვე მდგარი ადმინისტრაციული და საცხოვრებელი შენობებიც დაზიანდა, ასევე დაზიანდა ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საკონსულოც. როგორც ჩანს, მტერი არაფერს არ აქცევს ყურადღებას", - წერს გუბერნატორი სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ოდესა გამთენიისას დაბომბეს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S