„ვაგნერის“ ერთ-ერთი მეთაური: უკრაინის წინააღმდეგ ომს 22 000 "ვაგნერელი" ემსხვერპლა
20/07/2023 11:00:28 მსოფლიო
რუსული კერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ ერთ-ერთი მეთაური აცხადებს, რომ უკრაინის წინააღმდეგ ომს 22 000 "ვაგნერელი" ემსხვერპლა. ამის შესახებ დაქირავებული მეომრების შტაბის მეთაურმა, რომლის მეტსახელია „მარკსი“, „ვაგნერთან“ დაახლოებულ ტელეგრამ–არხზე დაწერა.
მისი თქმით, „ვაგნერის“ რიგებში სულ 78 ათასი მებრძოლი, მათ შორის 49 ათასი მსჯავრდებული იყო გაწევრიანებული.
როგორც „რადიო თავისუფლება“ წერს, თუ აღნიშნული მონაცემები სიმართლეს შეესაბამება, მაშინ „ვაგნერის“ მსხვერპლი 46%-ით აღემატება დანაკარგს, რომელიც საბჭოთა არმიამ მთელი ავღანეთის ომის მიმდინარეობისას განიცადა და ოთხჯერ აჭარბებს რუსული არმიის მსხვერპლს ჩეჩნეთის პირველ ომში.


