Accentnews.ge
არგენტინამ უარი თქვა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის პარტიის მიღებაზე

არგენტინამ უარი თქვა რუსეთიდან თხევადი ბუნებრივი აირის პარტიის მიღებაზე

20/07/2023 10:44:09 მსოფლიო

არგენტინამ უარი თქვა, პორტში ტანკერის შეშვებაზე, რომელსაც რუსული თხევადი ბუნებრივი აირი (LNG) გადაჰქონდა. სანქციების მოტივით, ხელისუფლებამ დაბლოკა გემის გადმოტვირთვა და უკან – ზღვაში გაგზავნა. ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა სერჯო მასამ ადგილობრივ ტელეარხ C5N-ს განუცხადა, იტყობინება Bloomberg.

„Enarsa-მ [არგენტინის სახელმწიფო ენერგეტიკული კომპანია] დაბლოკა მიწოდება, რადგან ის არღვევს ხელშეკრულებას – ეს კომპანია სანქციების ქვეშაა“, - განაცხადა მინისტრმა. მან არ დააკონკრეტა, რომელ კომპანიაზეა საუბარი.

რუსულმა კომპანამ Gunvor Group განაცხადა, რომ არგენტინას არანაირი სანქცია არ დაუწესებია რუსეთის წინააღმდეგ, ხოლო გარიგება იყო კანონიერი და გამჭვირვალე:

„ტრანზაქცია შეესაბამება ყველა მოქმედ ეკონომიკურ სანქციას, კერძოდ აშშ-სა და ევროკავშირის სანქციებს. არგენტინას არანაირი სანქცია არ დაუწესებია რუსეთის წინააღმდეგ“, - ნათქვამია გუნვორში განცხადებაში.

Bloomberg-ის ცნობით, ტანკერმა რუსული თხევადი ბუნებრივი აირი მიიღო Yamal LNG–ის ქარხნიდან, რომელიც ეკუთვნის Novatek-ს. კომპანია არ ექვემდებარება აშშ-ის ან ევროკავშირის სანქციებს; მხოლოდ ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ, როგორიცაა პოლონეთი, შემოიღო შეზღუდვები მის მიმართ.

სააგენტოს ცნობით, 25 ივნისს რუსული თხევადი ბუნებრივი აირი Flex Artemis ტანკერზე ფრანგულ Montoir de Bretagne-ის ტერმინალში ჩაიტვირთა. ამის შემდეგ გემი გაემგზავრა არგენტინის ტერმინალში ბაია ბლანკაში, რომელსაც მიუახლოვდნენ 14 ივლისს. თუმცა, 18 ივლისს Flex Artemis ტვირთით დაბრუნდა ზღვაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S