მორგოშია – შესაძლო სანქციებზე: "თუ მოგზაურობაზეა, ლათინურ ამერიკაში დავისვენებ, კარგი ბუნებაა"

20-07-2023 14:34:56 ციტატა

"ხშირად დავდივარ ევროპაში და მაგის პრობლემა არ მაქვს, ეს იქნება დროებითი. საქმე საქმეზე რომ მიდგა არც მელიტონ ქანთარიას არ ჰქონდა ვიზა, მაგრამ ჩავიდა დანიშნულების ადგილას, ამიტომ მეც რამეს მოვიფიქრებ. რა ვიცი, როცა ამ ბრძოლაში ვართ ეს მოსალოდნელიც იყო და არის. არ ვიცი ამ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე რა რეაგირება ექნება, მაგრამ მე არაფერი პრობლემა ბიზნესის მიმართულებით არ და ვერ მექნება, იმიტომ რომ ამაზე ნაზრუნი მაქვს და არც ვმალავ, რომ ჩემს სახელზე არაფერი არ არის და პლუს თუ მოგზაურობაზეა საუბარი, რა ვიცი, ლათინურ ამერიკაში ბევრად უფრო კარგი კლიმატი და ბუნებაა და წავალ, იქ დავისვენებ, რა პრობლემაა", – ამის შესახებ "ალტ-ინფოს" ლიდერმა კოკა მორგოშიამ ტელეკომპანია "ფორმულას" განუცხადა.

შეგახსენებთ, რომ ევროპარლამენტართა ჯგუფი"ალტ-ინფოსა" და მისი ლიდერის კონსტანტინე მორგოშიას სანქცირებას ითხოვს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები