რუსეთმა და ჩინეთმა იაპონიის ზღვაში სამხედრო წვრთნები დაიწყეს
20/07/2023 10:11:43 მსოფლიო
რუსეთმა და ჩინეთმა იაპონიის ზღვაში სამხედრო წვრთნები დაიწყეს.
"მანევრების მიზანია სამხედრო-საზღვაო თანამშრომლობის გამტკიცება ორ ქვეყანას შორის და აზია-წყნარი ოკეანის რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება. წვრთნებში რუსეთის მხრიდან ორი მოიერიშე ხომალდი, ორი კორვეტი, ასევე დამხმარე ხომალდები მონაწილეობენ“, – აცხადებს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.
პეკინის ცნობით, სწავლებაში ჩართულია მისი ხუთი საბრძოლო ხომალდი და ერთი მართვადი რაკეტებით აღჭურვილი ნაღმოსანი ხომალდი. ორივე მხრიდან მანევრებში მონაწილეობს სამხედრო-საჰაერო ფლოტის 30 საფრენი აპარატი.
წვრთნები დღეს დაიწყო და 23 ივლისამდე გაგრძელდება.


