სირსკი: ყველა პირობაა ბახმუტის გათავისუფლებისთვის, ოკუპანტები ნახევრად ალყაში არიან
20/07/2023 10:02:51 მსოფლიო
უკრაინის შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების მეთაური ალექსანდრე სირსკი აცხადებს, რომ "ახლა ყველა პირობაა შექმნილი დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტის დაბრუნებისთვის კიევის კონტროლის ქვეშ".
მისი თქმით, "რუსი დამპყრობლები ნახევრად ალყაში არიან".
"უკრაინელი ჯარისკაცები გადავიდნენ აქტიურ კონტრშეტევაზე, რათა გააუმჯობესონ ტაქტიკური პოზიცია და შექმნან პირობები ბახმუტის სრულად ალყაში მოქცევისთვის", აცხადებს სირსკი.
კონტრშეტევის დაწყებიდან დღემდე უკრაინამ ბახმუტის მიმართულებით რუსებისგან 20 კვადრატულ კილომეტრზე მეტი ტერიტორია გაათავისუფლა.


