Accentnews.ge
ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო:    ჩვენი შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთად წვრთნებს განაგრძობენ

ბელარუსის თავდაცვის სამინისტრო: ჩვენი შეიარაღებული ძალები „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთად წვრთნებს განაგრძობენ

20/07/2023 09:09:01 მსოფლიო

ბელარუსის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ქვეყნის შეიარაღებული ძალებიკერძო სამხედრო კომპანია „ვაგნერის“ მებრძოლებთან ერთად წვრთნებს განაგრძობენ.

„კვირის განმავლობაში, სპეციალური ოპერაციების ძალების ქვედანაყოფები კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად დაამუშავებენ სასწავლო-საბრძოლო ამოცანებს ბრესტის პოლიგონზე“, – ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ბელარუსის ბრესტის ოლქი უკრაინას და პოლონეთს ესაზღვრება. თავდაცვის სამინისტრო არ აკონკრეტებს რამდენი „ვაგნერელი“ იმყოფება ბელარუსის ტერიტორიაზე.

დაახლოებით ერთი კვირის წინ, 14 ივლისს, ბელარუსის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ „ვაგნერის“ მებრძოლებმა მოგილევის ოლქის ქალაქ ოსიპოვიჩის რაიონში ბელარუსის ტერიტორიული თავდაცვის ქვედანაყოფების მომზადება დაიწყეს.

მონიტორინგის ჯგუფმა Беларускі Гаюн, რომელიც ბელარუსის ტერიტორიაზე სამხედრო აქტივობას აკვირდება, 19 ივლისს გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბოლო დღეებში, ქვეყნის ტერიტორიაზე „ვაგნერის“ ავტოტრანსპორტის 9 კოლონა შევიდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S