ავსტრალია რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს
20/07/2023 06:55:19 მსოფლიო
ავსტრალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქვეყანამ რუსეთის წინააღმედგ დამატებითი სანქციები დააწესა.
საგარეო უწყების ცნობით, სანქციები რუსეთისთვის ეკონომიკური და სტრატეგიული მნიშვნელობის მქონე იურიდიულ და ფიზიკურ პირების წინააღმდეგ არის მიმართული. სასანქციო სიაშია რუსული კომპანიები, რომლებიც რუსეთის შეიარაღებული ძალებისთვის მოწინავე ტექნოლოგიების, ელექტრონიკის და მოწყობილობის მიწოდებას ახორციელებენ. გარდა ამისა, შეზღუდვები ატომური ენერგეტიკისა და არქტიკაში რესურსების მოპოვების დარგში მომუშავე კომპანიებს შეეხება.
საერთო ჯამში, სანქციები რუსეთის თავდაცვით, ტექნოლოგიურ და ენერგეტიკულ სექტორში მომუშავე 35 ორგანიზაციების და რუსეთის და ბელარუსის 10 ფიზიკური პირის წინააღმდეგ არის მიმართული.


