Accentnews.ge
BBC: გლობალურ ბაზარზე ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა

BBC: გლობალურ ბაზარზე ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა

20/07/2023 06:37:35 მსოფლიო

რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლისა და მოსკოვის ოფიციალური განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვით, კრემლი უკრაინის პორტებისკენ მიმავალ ყველა გემს განიხილავს როგორც პოტენციურ სამხედრო სამიზნეს, გლობალურ ბაზარზე ხორბლის ფასი მკვეთრად გაიზარდა, – იუწყება BBC.

"2023 წლის 20 ივლისის 00:00 საათიდან, ყველა გემი, რომელიც შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიდის, განიხილება, როგორც სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდავი. ის სახელმწიფოები, რომელთა დროშის ქვეშაც ასეთი გემები გადაადგილდებიან, განიხილებიან როგორც უკრაინის კონფლიქტში ჩართული მონაწილეები, კიევის რეჟიმის მხარეს", - განაცხადეს 19 ვლისს რუსეთის თავდაცვის უწყებაში.

ამავე დღეს წინა დღესთან შედარებით, ხორბლის ფასები ევროპის საფონდო ბირჟაზე 8,2%-ით, 253,75 ევრომდე გაიზარდა, ხოლო სიმინდის ფასზე 5,4%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

ფასები გაიზარდა ამერიკულ ბირჟაზეც, სადაც ზრდამ 8,5% შეადგინა. ეს უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

ცნობისთვის: რუსეთი ხორბლის შეთანხმებიდან გავიდა და სახელმწიფოებს, რომლებიც გარიგების მის გარეშე განახლებას გადაწყვეტენ, სამხედრო რისკებით დაემუქრა. "საუბარია ზონაზე, რომელიც საბრძოლო მოქმედებების რაიონის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს და შესაბამისად, იქ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე გარკვეული რისკები იქმნება" - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

ამის საპასუხოდ კიევი გამოდის ინიციატივით, უკრაინული ხორბალი უფრო უსაფრთხო მარშრუტით გადაიტანონ - ბულგარეთისა და რუმინეთის წყლების გავლით.

"ეს რისკების მინიმიზირებისთვის ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია. რა თქმა უნა, აქ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობა, რათა ერთის მხრივ, უკრაინას ამ სცენარის რეალიზებაში დაეხმაროს, ხოლო მეორეს მხრივ ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე მისი შესაძლო შეტევების პრევენციისთვის"- განმარტა ვასილი ბოდნარმა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შავი ზღვის დერეფნის გავლით ხორბლის შეთანხმების რეალიზების რუსეთის გარეშე გაგრძელების ინიციატივით ორიოდ დღის წინ გამოვიდა. მან განმარტა, რომ მხარეებს ორი შეთანხმება აქვთ დადებული: ერთი - უკრაინას, თურქეთსა და გაერო-ს შორის ხოლო მეორე - რუსეთს, თურქეთსა და გაერო-ს. უშუალოდ უკრაინასა და რუსეთს შორის რაიმე პირდაპირი შეთანხმებეიბ არ ყოფილა, ამდენად, ზელენსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თურქეთისა და გაეროსთვის გარიგების რუსების გარეშე რეალიზების გაგრძელება შესთავაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S