Accentnews.ge
მეთიუ მილერი: პრეზიდენტ პუტინს დაკავების ეშინია

მეთიუ მილერი: პრეზიდენტ პუტინს დაკავების ეშინია

20/07/2023 06:26:46 მსოფლიო

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლის მეთიუ მილერის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის გადაწყვეტილება, აღარ დაესწროს აგვისტოში იოჰანესბურგში დაგეგმილ BRICS-ის სამიტს, რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ავტორიტეტის გაუარესებაზე მიანიშნებს.

მისი თქმით, პრეზიდენტ პუტინს დაკავების ეშინია.

"პრეზიდენტ პუტინს საკუთარი ქვეყნის საზღვრების გადალახვა არ შეუძლია. იგი საერთაშორისო საზოგადოებიდან გარიყული პირია და მას დაკავების ეშინია", – აღნიშნა მილერმა.

გუშინ სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა სირილ რამაფოსამ განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იოჰანესბურგში დაგეგმილ BRICS-ის სამიტზე დასასწრებად არ ჩავა. როგორც რამაფოსა აღნიშნავს, პუტინის ნაცვლად, რუსეთის დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.

მანამდე, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), რომ მიეცა უფლება, არ დაეკავებინა რუსეთის პრეზიდენტი სამიტზე ვიზიტისას.

BRICS-ის სამიტი სამხრეთ აფრიკაში 22 აგვისტოს უნდა დაიწყოს და მასში მონაწილეობას ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, უმაღლეს დონეზე იღებენ. იმის გამო, რომ სამხრეთ აფრიკა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის წევრი ქვეყანაა, მას ვალდებულება აქვს რომ პუტინი ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავოს.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი მიმდინარე წლის 17 მარტს გასცა. ორდერი რომის სტატუტის მონაწილე ყველა ქვეყანას ავალდებულებს, რომ მათ ქვეყანაში მოხვედრის შემთხვევაში პუტინი დააკავოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S