ნიკოლაევზე რუსეთის თავდასხმის შედეგად 18 ადამიანი დაშავდა
20/07/2023 06:12:35 მსოფლიო
უკრაინის ქალაქ ნიკოლაევზე რუსეთის წუხანდელი თავდასხმის შედეგად დაშავდა 18 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.
ნიკოლაევის მერმა ოლექსანდრ სენკევიჩმა და საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ვიტალი კიმმა დაზუსტებული მონაცემები დღეს დილით გამოაქვეყნეს. 18 დაშავებულიდან 9 საავადმყოფოში გადაიყვანეს. მაშველებმა სახლის ნანგრევებიდან ცოცხლად ამოიყვანეს 2 ადამიანი.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ქალაქის ცენტრში დაზიანებული და ნაწილობრივ დანგრეულია 5 სახლი.
წუხელ რუსეთმა შეტევა განახორციელა ქალაქ ოდესაზეც. საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, თავდასხმას ნგრევა და ხანძარი მოჰყვა ოდესის ცენტრში. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 2 ადამიანი.


