Accentnews.ge
ზელენსკი: პორტებში, რომლებსაც თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახება, რუსული ტერორისგან ყველა ზარალდება

ზელენსკი: პორტებში, რომლებსაც თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახება, რუსული ტერორისგან ყველა ზარალდება

20/07/2023 05:37:48 მსოფლიო

ტერორისტების თავდასხმა ოდესაზე გვიჩვენებს, რომ რუსეთის სამიზნე არა მხოლოდ უკრაინა და უკრაინელები, არამედ სხვა ქვეყნებიც არიან, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

„პორტებში, რომელსაც თავს დაესხნენ, დაახლოებით მილიონი ტონა საკვები ინახება. ეს არის ის მოცულობა, რომელიც დიდი ხნის წინ უნდა მიეწოდებინათ აფრიკისა და აზიის ქვეყნებისთვის“, - დაწერა ზელენსკიმ სოციალურ ქსელში.

მისი განცხადებით, „რუსული ტერორისგან ყველა ზარალდება“.

ცნობისთვის: რუსეთმა შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმების დატოვებიდან რამდენიმე საათში უკრაინის პორტებზე თავდასხმები დაიწყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S