რუს და ბელარუს ტანმოვარჯიშეებს საერთაშორისო ტურნირებში ნეიტრალური სტატუსით მონაწილეობის უფლება მისცეს
20/07/2023 05:34:07 მსოფლიო
ტანვარჯიშის საერთაშორისო ფედერაციამ (FIG) გადაწყვიტა მომავალი წლის შეჯიბრებებში რუსი და ბელარუსი სპორტსმენები დაუშვას. ისინი გამოსვლას შეძლებენ მხოლოდ ინდივიდუალურად, ნაკრებების გარეთ და მხოლოდ ნეიტრალური სტატუსით.
ფედერაციის განცხადებით, რუსი და ბელარუსი ათლეტები შეძლებენ, გამოვიდნენ შეჯიბრებებში, რომლებშიც ჩატარდება პარიზის 2024 წლის ოლიმპიური თამაშებისთვის, თუმცა უშუალოდ ოლიმპიურ ასპარეზობაზე მათი დაშვების შესახებ გადაწყვეტილებას საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი მიიღებს.
ფედერაციამ კიდევ ერთხელ დაგმო უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრა და ხაზი გაუსვა თავის მისწრაფებას მკაცრი სანქციები დაეწესოს მათ, ვინც ომს მხარს უჭერს.
მანამდე, 13 მაისს FIG გამოვიდა რუსი და ბელარუსი სპორტსმენების საერთაშორისო ასპარეზობებზე დაშვების წინააღმდეგ, მათ შორის ნეიტრალური სტატუსითაც, თუმცა ფედერაციის პრეზიდენტი მორინარი ვატანაბე წესების შერბილების მომხრე იყო.


