Accentnews.ge
ზედიზედ, მეოთხე დღეა, ყირიმში დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

ზედიზედ, მეოთხე დღეა, ყირიმში დრონებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან

20/07/2023 05:29:25 მსოფლიო

ზედიზედ, მეოთხე დღეა, ყირიმში უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმის შესახებ იუწყებიან.

ანექსირებული ყირიმის ე.წ. მეთაურმა სერგეი აქსიონოვმა დღეს დილით ტელეგრამ–არხით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ყირიმის ჩრდილო-დასავლეთში მდებარე ერთ-ერთ დასახლებულ პუნქტში, დრონით დარტყმის შედეგად დაიღუპა არასრულწლოვანი გოგო, დაზიანებულია 4 ადმინისტრაციული შენობა.

აქსიონოვი დასახლებულ პუნქტს არ აკონკრეტებს. სხვა წყაროებით ეს ინფორმაცია ჯერ–ჯერობით დადასტურებული არ არის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S