Accentnews.ge
ბოლო სამ დღეში რუსეთმა ოდესასა და ნიკოლაევზე რიგით მესამე მასირებული შეტევა განახორციელა

ბოლო სამ დღეში რუსეთმა ოდესასა და ნიკოლაევზე რიგით მესამე მასირებული შეტევა განახორციელა

20/07/2023 05:23:27 მსოფლიო

ბოლო სამ დღეში რუსეთმა უკრაინის ქალაქებზე ოდესასა და ნიკოლაევზე რიგით მესამე მასირებული შეტევა განახორციელა.

ნიკოლაევის მერ ოლექსანდრ სენკევიჩის ცნობით, წუხანდელი სარაკეტო დარტყმის შედეგად ქალაქის ცენტრში დაზიანებულია 5 მრავალსართულიანი სახლი. დაიჭრა, სულ მცირე, 9 ადამიანი, მათ შორის 5 ბავშვი.

ოდესის საოლქო-სამხედრო ადმინისტრაციის ინფორმაციით, რუსეთის თავდასხმას ქალაქ ოდესის ცენტრში ნგრევა და ხანძარი მოჰყვა. წინასწარი მონაცემებით, დაშავდა 2 ადამიანი.

რუსეთმა უკრაინის სამხრეთზე, ძირითადად, ოდესასა და ნიკოლაევზე მასირებული შეტევა დაიწყო მას შემდეგ, რაც 18 ივლისიდან „მარცვლეულის შეთანხმება" დატოვა.

უკრაინის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, 18 და 19 ივლისს რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ოდესის პორტზე, მათ შორის ხორბლის ტერმინალზე. რუსეთის თავდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ოდესაში სამხედრო ობიექტებს უტევენ.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S