Accentnews.ge
ევროპარლამენტართა ჯგუფი ევროკავშირის ლიდერებს უკრაინისთვის F-16-ების გადაცემის დაჩქარებისკენ მოუწოდებს

ევროპარლამენტართა ჯგუფი ევროკავშირის ლიდერებს უკრაინისთვის F-16-ების გადაცემის დაჩქარებისკენ მოუწოდებს

19/07/2023 19:18:12 მსოფლიო

ევროპარლამენტართა ჯგუფი ევროკავშირის ლიდერებს უკრაინისთვის ამერიკული წარმოების F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლების გადაცემის დაჩქარებისკენ მოუწოდებს. ამის შესახებ 30 ევროდეპუტატის საერთო წერილშია ნათქვამი, რომელიც ტომაშ ზდეხოვსკის მიერ იყო ინიცირებული.

“უკრაინისთვის ამ მაღალტექნოლოგიური ავიაგამანადგურებლების მიწოდება მის ანტისაჰაერო თავდაცვას მნიშვნელოვნად გააძლიერებს, სამოქალაქო მოსახლეობის უკეთესი დაცვის გარანტორი იქნება და სამომავლო აგრესიას შეაჩერებს”, - ნათქვამია წერილში.

წერილის ხელმომწერები მიიჩნევენ, რომ უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების დაჩქარებული გადაცემა "უკრაინის თავდაცვისა და შეტევითი შესაძლებლობების გასაძლიერებლად" არის საჭირო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S