Accentnews.ge
აშშ-მა უკრაინას 1.3 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

აშშ-მა უკრაინას 1.3 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო

19/07/2023 18:28:11 მსოფლიო

აშშ-მა უკრაინას 1.3 მლრდ დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო. ამის შესახებ შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

სამხედრო დახმარების ახალი პაკეტი ითვალისწინებს, მათ შორის ოთხ საზენიტო-სარაკეტო კომპლექსს NASAMS, საარტილერიო ჭურვებს, ტანკსაწინააღმდეგო რაკეტებს, დრონებს და მაღალი სიზუსტის საავიაციო საბრძოლო მასალას.

გარდა ამისა, აშშ უკრაინას გადასცემს საწვავის სატვირთო 150 მანქანას, ტექნიკის ბუქსირებისთვისა და ტრანსპორტირებისთვის 115 ტაქტიკურ მანქანას და ტექნიკის ევაკუაციისთვის 50 მანქანას.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S