ევროპარლამენტართა ჯგუფი "ალტ-ინფოს" წინააღმდეგ სანქციების დაწესებას ითხოვს
19/07/2023 17:18:11 პოლიტიკა
ვროპარლამენტართა ჯგუფი "ალტ-ინფოსა" და მისი ლიდერის კონსტანტინე მორგოშიას სანქცირებას ითხოვს. შესაბამისი წერილით მათ ევროკომისიისა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტებს, ასევე საქართველოში ევროკავშირის ელჩსა და თანასწორობის საკითხებში ევროკომისარს მიმართეს.
როგორც მათ მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, 8 ივლისს "თბილისი პრაიდის" ფესტივალის ჩაშლა ფუნდამენტური უფლებების: შეკრებისა და აზრის გამოხატვის თავისუფლების დარღვევა იყო.
"მტკიცედ მოგიწოდებთ, მიიღოთ ყველა საჭირო ნაბიჯი თბილისში LGBTIQ-ფობიური თავდასხმების უმაღლესი ხარისხით დასაგმობად. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ მიზანმიმართული სანქციებისკენ "ალტ-ინფოს" ჯგუფისა და კონსტანტინე მორგოშიას მიმართ. როგორც ცნობილია, "ალტ-ინფო" ავრცელებს LGBTIQ-ფობიურ სიძულვილის ენას საკუთარ მედიაარხებზე და აქტიურად იყო ჩართული 8 ივლისის თავდასხმებში Tbilisi Pride-ზე. ჩვენ მტკიცედ მოვუწოდებთ შესაბამის ორგანოებს, ებრძოლონ LGBTIQ-ფობიურ ძალადობას და რიტორიკას საქართველოში და ვალდებულები იყვნენ, უზრუნველეყოთ, განსაკუთრებით LGBTIQ ადამიანების უსაფრთხოება", - ნათქვამია განცხადებაში.


