Accentnews.ge
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: 20 ივლისიდან შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება იარაღის პოტენციურ მატარებლად

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო: 20 ივლისიდან შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება იარაღის პოტენციურ მატარებლად

19/07/2023 15:35:25 მსოფლიო

რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, 20 ივლისიდან შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება იარაღის პოტენციურ მატარებლად.

„2023 წლის 20 ივლისს მოსკოვის დროით 00:00 საათიდან შავ ზღვაში უკრაინის პორტებისკენ მიმავალი ყველა გემი განიხილება სამხედრო ტვირთის პოტენციურ გადამზიდად. ასეთი გემების დროშის მქონე ქვეყნები ჩაითვლება უკრაინის კონფლიქტში კიევის რეჟიმის მხარეს ჩართულად“, - აცხადებს რუსეთის თავდაცვის უწყება.

ცნობისთვის: რუსეთი ხორბლის შეთანხმებიდან გავიდა და სახელმწიფოებს, რომლებიც გარიგების მის გარეშე განახლებას გადაწყვეტენ, სამხედრო რისკებით დაემუქრა. "საუბარია ზონაზე, რომელიც საბრძოლო მოქმედებების რაიონის უშუალო სიახლოვეს მდებარეობს და შესაბამისად, იქ უსაფრთხოების გარანტიების გარეშე გარკვეული რისკები იქმნება" - განაცხადა კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა.

ამის საპასუხოდ კიევი გამოდის ინიციატივით, უკრაინული ხორბალი უფრო უსაფრთხო მარშრუტით გადაიტანონ - ბულგარეთისა და რუმინეთის წყლების გავლით.

"ეს რისკების მინიმიზირებისთვის ერთ-ერთი შესაძლო ვარიანტია. რა თქმა უნა, აქ აუცილებელია საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლობა, რათა ერთის მხრივ, უკრაინას ამ სცენარის რეალიზებაში დაეხმაროს, ხოლო მეორეს მხრივ ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე მისი შესაძლო შეტევების პრევენციისთვის"- განმარტა ვასილი ბოდნარმა.

აღსანიშნავია, რომ უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შავი ზღვის დერეფნის გავლით ხორბლის შეთანხმების რეალიზების რუსეთის გარეშე გაგრძელების ინიციატივით ორიოდ დღის წინ გამოვიდა. მან განმარტა, რომ მხარეებს ორი შეთანხმება აქვთ დადებული: ერთი - უკრაინას, თურქეთსა და გაერო-ს შორის ხოლო მეორე - რუსეთს, თურქეთსა და გაერო-ს. უშუალოდ უკრაინასა და რუსეთს შორის რაიმე პირდაპირი შეთანხმებეიბ არ ყოფილა, ამდენად, ზელენსკიმ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს თურქეთისა და გაეროსთვის გარიგების რუსების გარეშე რეალიზების გაგრძელება შესთავაზა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S