Accentnews.ge
სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს 2000–ლარიანი ჯარიმა დააკისრა

სასამართლომ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრს 2000–ლარიანი ჯარიმა დააკისრა

26/11/2019 13:25:14 სხვა, სამართალი

თბილისის საქალაქო სასამართლომ გუშინ, ადმინისტრაციული წესით დაკავებულ პარტია „ნაციონალური მოძაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრ ბესიკ გაზდელიანს 2000–ლარიანი ჯარიმა დააკისრა. 

შსს-ს წარმომადგენელი ადმინისტრაციული სახდელის სახით ჯარიმას, ადვოკატი კი, საქმის შეწყვეტას, უკიდურეს შემთხვევაში კი, სიტყვიერი გაფრთხილების გამოყენებას ითხოვდა.

ბესიკ გაზდელიანი გუშინ, ბარათაშვილის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის იმ დროს დააკავეს, როცა აქციის მონაწილეებთან მანქანით რამდენიმე პირთან ერთად შეშა მიჰქონდა.

შსს-ს წარმომადგენლის განმარტებით, გაზდელიანი აგრესიულად, ხმამაღლა იგინებოდა და საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა.

ბესიკ გაზდელიანი სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისთვის დააკავეს. 

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S