Accentnews.ge
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეიტინგი დაეცა

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის რეიტინგი დაეცა

19/07/2023 14:10:15 მსოფლიო

რიში სუნაკის მხარდაჭერის რეიტინგი ყველაზე დაბალ დონეზე დაეცა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის შემდეგ,– ამაზე მეტყველებს YouGov–ის გამოკითხვის შედეგები.

კვლევის მიხედვით, პრემიერ-მინისტრის წმინდა მხარდაჭერის რეიტინგი -40%-ია, რაც წინა თვის შედეგებს 6 პროცენტული პუნქტით ჩამორჩება.

გარდა ამისა, გამოკითხულთა თითქმის ორ მესამედს (65%) არ აქვს დადებითი შეხედულება კონსერვატიული პარტიის ლიდერის მიმართ, ხოლო 25% მას დადებითად უყურებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ეს არის მისი რეიტინგის მნიშვნელოვანი ვარდნა ივნისიდან, როდესაც გამოკითხულთა 51% იყო მის მიმართ დადებითად, 40%-თან შედარებით, ვისაც საპირისპირო აზრი ჰქონდა.

აღსანიშნავია, რომ ოპოზიციური ლეიბორისტული პარტიის ლიდერის, საირუს სტარმერის რეიტინგიც დაეცა: -14-დან ივნისის ბოლოს -22-მდე. კვლევის მიხედვით, ყოველი მესამე რესპონდენტი ოპოზიციის ლიდერის მიმართ დადებითად არის განწყობილი, ხოლო 54%-ს უარყოფითი დამოკიდებულება აქვს.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ Brexit–ს შეცდომად მიიჩნევს ბრიტანელების რეკორდული რაოდენობა: 57%-მა განაცხადა, რომ 2016 წლის Brexit-ის გადაწყვეტილება არასწორი იყო, მხოლოდ 32%-მა უწოდა გადაწყვეტილება სწორი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S