ჩრდილოეთ კორეაში ამერიკელი ჯარისკაცი გაუჩინარდა
19/07/2023 13:39:18 მსოფლიო
ამერიკელმა სამხედრომ ჩრდილოეთ კორეის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს - ამის შესახებ ინფორმაცია ბრიფინგზე აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა დაადასტურა.
მან აღნიშნა, რომ ამერიკული მხარე მომხდარის დეტალებს სწავლობს, „მაგრამ ვიცით, რომ ჩვენმა ერთ-ერთმა სამხედრომ, რომელიც მივლინებაში იმყოფებოდა, ნებაყოფლობით და უნებართვოდ გადაკვეთა სამხედრო–გამყოფი ხაზი. ვთვლით, რომ ის ჩრდილოეთ კორეაში დაპატიმრებულია“, - თქვა ოსტინმა.
მისი თქმით, პენტაგონი ყურადღებით აკვირდება სიტუაციას, მუშაობს სამხედროს ახლობლების ინფორმირებაზე და ინციდენტზე რეაგირებისთვის.
მანამდე ამერიკულმა მედიამ, კორეაში მყოფ ამერიკელ სამხედროებზე დაყრდნობით, გაავრცელა ინფორმაცია, რომ ამერიკელმა სამხედრომ ტრევის კინგმა, გადაკვეთა საზღვარი სამხრეთ კორეასა და ჩრდილოეთ კორეას შორის.
კორეაში ამერიკული კონტიგენტის წარმომადგენლის თქმით, გაეროს სარდლობა გაქცეულის თაობაზე ჩრდილოეთ კორეას დაუკავშირდა.
Reuters-ს ოფიციალურმა პირებმა უთხრეს, რომ ჯარისკაცი გადაყვანილი იქნა საერთო უსაფრთხოების ზონაში მდებარე ფანმუნჯის დასახლებაში, როდესაც მან გადაკვეთა სამხედრო– სადემარკაციო ხაზი.
მისი მოტივები უცნობია, მაგრამ მანამდე მან თავი დამნაშავედ ცნო დანაშაულში, რომელიც გასული წლის ოქტომბერში პოლიციის მანქანაზე თავდასხმას და დაზიანებას ეხება.
მან საპატიმრო ვადა მოიხადა და აშშ–ში, სამხედრო ნაწილში უნდა დაბრუნებულიყო, მაგრამ კონტროლის გავლის შემდეგ აეროპორტიდან გაიქცა.
ერთ-ერთმა ამერიკელმა ოფიციალურმა პირმა, ანონიმურობის პირობით, ჟურნალისტებს განუცხადა, რომ კინგს შინ დისციპლინური სახდელი ელოდა. უცნობია, უკავშირდება თუ არა ეს ოქტომბრის ინციდენტს.
ითვლება, რომ ბოლოს ამერიკელი ჯარისკაცი ჩრდილოეთ კორეაში 1982 წელს შევიდა.
2017 წლის ივნისში შეერთებულ შტატებში გარდაიცვალა სტუდენტი ოტო ვორმბიერი, რომელიც მანამდე ჩრდილოეთ კორეაში იმყოფებოდა პატიმრობაში პროპაგანდისტული ბანერის ქურდობის ბრალდებით. ბიჭის დედა ამტკიცებდა, რომ მას ციხეში აწამებდნენ და შინ კომატოზურ მდგომარეობაში დაბრუნდა.


