Accentnews.ge
ირლანდია იძიებს, როგორ მოხვდა მის მიერ წარმოებული ნაწილები "შაჰედის" დრონებში

ირლანდია იძიებს, როგორ მოხვდა მის მიერ წარმოებული ნაწილები "შაჰედის" დრონებში

19/07/2023 13:17:10 მსოფლიო

ირლანდია იძიებს, თუ როგორ მოხვდა მათი წარმოების ნაწილები ირანულ "შაჰედის" ტიპის დრონებში, რომლებითაც რუსეთი სისტემატურად უტევს უკრაინას. ამის შესახებ ირლანდიის პრემიერ-მინისტრმა ლეო ვარადკარმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"ჩვენ ვიცით ამ დრონის ჩამოგდების შესახებ. ვაწარმოებთ შესაბამის გამოძიებას. არ გვჯერა, რომ რომელიმე ირლანდიურ კომპანიას შეეძლო სანქციების დარღვევა",– განაცხადა მან უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შეხვედრის შემდეგ.

ირლანდიის მთავრობის მეთაური ვარაუდობს, რომ შესაძლოა, „ზოგიერთმა მესამე მხარემ“ დაარღვია სანქციები.

წუხელ რუსეთმა უკრაინის სამხრეთ რეგიონებზე საჰაერო იერიში მიიტანა. უკრაინის საჰაერო თავდაცვის ძალებმა ოდესაში გაანადგურეს ზღვიდან გაშვებული 6 "კალიბრი", ასევე 21 "შაჰედი", ხოლო 4 – მიკოლაივის ოლქის თავზე. შემდეგ ცნობილი გახდა, რომ დრონები დასავლური წარმოების ნაწილებით იყო აწყობილი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S