Accentnews.ge
ბულგარეთს სურს, რუსების მიერ კონტროლირებული პორტი დაიბრუნოს

ბულგარეთს სურს, რუსების მიერ კონტროლირებული პორტი დაიბრუნოს

19/07/2023 13:05:29 მსოფლიო

კოალიციამ „ჩვენ ვაგრძელებთ ცვლილებას - დემოკრატიული ბულგარეთი“ (WCC-DB) დღეს ქვეყნის პარლამენტს წარუდგინა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც რუსული კომპანია „ლუკოილის“ მიერ კონტროლირებადი როზენეტის პორტი ბულგარეთის კონტროლს უბრუნდება,– იუწყება Novinite.

არგუმენტები პარლამენტს ორი კოალიციური პარტიის თანათავმჯდომარეებმა კირილ პეტკოვმა და ათანას ათანასოვმა წარუდგინეს. მათ სურთ, შეწყვიტონ პორტის კონცესია, რომელიც დროებითმა მთავრობამ 24 წლით გაახანგრძლივა.

„ჩვენი წინადადება შეწყვეტს როზენეტის პორტის კონცესიას, რომელიც დროებითმა მთავრობამ უსაფუძვლოდ გაახანგრძლივა 24 წლით“, - განაცხადა პეტკოვმა.

მისი თქმით, „ამ პორტზე კონტროლის აღდგენა ბულგარეთისთვის საკვანძო საკითხია და, პრინციპში, ყველა ძირითადი ინფრასტრუქტურული ობიექტი უნდა იყოს ბულგარეთის კონტროლის ქვეშ – განსაკუთრებით ისინი, რომლებიც საზღვრის გასწვრივაა განთავსებული".

ბულგარეთის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ მას შეუძლია პორტის მართვა, არ ექნება ექსპლუატაციის პრობლემა და ეს ნაბიჯი ასევე შეესაბამება ევროკავშირის რეგულაციებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შესახებ.

„წლებია, ვსაუბრობთ იმაზე, რომ ბულგარეთის სახელმწიფომ კონტროლი უნდა დაიბრუნოს როზენეტის პორტზე და ახლა, როდესაც რუსეთის ფედერაციამ ბულგარეთი მტრად გამოაცხადა ომში, რომელსაც უკრაინაში აწარმოებს, ჩვენ ვიღებთ ზომებს რუსეთის შესაძლებლობის შესაზღუდად, არ გამოიყენოს ბულგარული ინფრასტრუქტურა მოსკოვისთვის რესურსების მისაწოდებლად", - განაცხადა ათანასოვმა.

მანამდე იუწყებოდნენ, რომ 2022 წელს ბულგარეთიდან იარაღის ექსპორტი უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების 200%-ით გაიზარდა.

ბულგარეთი ახლახან შეუერთდა ევროკავშირის პროექტს, რომელიც ეხმარება უკრაინას საარტილერიო ჭურვებით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S