
ათობით რუსი ტურისტი თურქეთ-საქართველოს საზღვარზე ჩარჩა – მედია
19/07/2023 12:40:28 საზოგადოება
რუსული მედიის ინფორმაციით, ივნისსა და ივლისში თურქეთ-საქართველოს საზღვარზე რამდენიმე ათეულ რუსული მანქანას და მოტოციკლს შეექმნა პრობლემა. კერძოდ, როგორც იუწყებიან, ხსენებული სატრანსპორტო საშუალებების მძღოლებმა ჯერ გადაკვეთეს რუსეთ–საქართველოს საზღვარი ზემო ლარსით, გაიარეს საქართველო, დაისვენეს თურქეთის კურორტებზე, მაგრამ უკან სარფის სასაზღვრო გამშვები პუნქტის გავლით ვეღარ დაბრუნდნენ: ქართველმა მესაზღვრეებმა მათ ქვეყანაში შესვლის უფლება არ მისცეს არასწორი სანომრე ნიშნების გამო.
VPost-ს მსგავსი გამოცდილების მქონე პირებზე, ტურისტული სააგენტოების და სატრანსპორტო კომპანიების თანამშრომლებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ მესაზღვრეები მიუთითებენ ვენის კონვენციას (37-ე მუხლის 1ა პუნქტი). ის მოითხოვს, რომ საერთაშორისო მოძრაობაში მყოფ ყველა მანქანაზე მისი სარეგისტრაციო ნომრის გარდა, უკანა მხარეს უნდა იყოს განთავსებული სახელმწიფოს მაიდენცირებელი ნიშანი, სადაც ეს ნომერია რეგისტრირებულია. მანქანის სანომრე ნიშანი და თავად ნომერი უნდა შეესაბამებოდეს საერთაშორისო მოთხოვნებს. რუსეთში კი 1990–იანი წლებიდან პოპულარულია სანომრე ნიშნები დროშის გარეშე. ითვლება, რომ ეს მიუთითებს მანქანის კავშირს სპეცსამსახურებთან ან ზოგადად, ძალოვან უწყებებთან და გამოარჩევს მანქანას გზაზე. ასეთი ნომრებით მგზავრობა რუსეთში აკრძალული არ არის. და როგორც მგზავრები აღნიშნავენ, მესაზღვრეებიც იშვიათად აქცევენ ამ გარემოებას ყურადღებას, მაგრამ ვის შემთხვევაშიც მიაქციეს, ახლა ფიქრობენ, როგორ დაიბრუნონ სატრანსპორტო საშუალებები.