Accentnews.ge
ფოთს ქუჩის მრავალფუნქციური მექანიკური დამგველი და დასუფთავებისთვის საჭირო ახალი სპეციალიზებული ტექნიკა გადასცეს

ფოთს ქუჩის მრავალფუნქციური მექანიკური დამგველი და დასუფთავებისთვის საჭირო ახალი სპეციალიზებული ტექნიკა გადასცეს

19/07/2023 12:13:39 რეგიონები, რეკლამა

ქალაქის სისუფთავეზე ზრუნვა ფოთის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია, ამის შესახებ ინფორმაციას ფოთის მერია ავრცელებს.

ფოთს ქუჩის მრავალფუნქციური მექანიკური დამგველი და დასუფთავებისთვის საჭირო ახალი სპეციალიზებული ტექნიკა გადმოეცა, რაც მყარი ნარჩენების მართვის პროცესის ეფექტურობისათვის მნიშვნელოვანია.

"საქართველოს მყარი ნარჩენების მართვის კომპანიასთან ურთიერთთანამშრომლობით განახლებული ავტოპარკით, ფოთში დასუფთავების სამუშაოები უფრო ეფექტურად სრულდება. ასევე, მოსახლეობის საჭიროებებზე უფრო სწრაფი რეაგირება გახდა შესაძლებელი. მადლობას ვუხდი თითოეულ ადამიანს, რომლებიც ქალაქის სისუფთავესა და კეთილმოწყობაზე ყოველდღიურად ზრუნავენ”-განაცხადა ფოთის მერმა ბექა ვაჭარაძემ.

პროექტი ხორციელდება საქართველოსა და გერმანიის თანამშრომლობის ფარგლებში, გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S