
ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება
19/07/2023 12:09:27 რეგიონები, რეკლამა
ადიგენის მუნიციპალიტეტში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება.
ადიგენის მერიის ცნობით, სოფლების სამყური-ღორძეს დამაკავშირებელი გზის პირველი ეტაპის სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, გზის 1400 მეტრის მონაკვეთზე, ბეტონის საფარი ეწყობა - სანიაღვრე არხებით, ეზოში შესასვლელებით, მიერთებებითა და გვერდულებით.
პროექტის დასრულების შემდეგ სოფელში წლების განმავლობაში არსებული პრობლემა მოგვარდება და ადგილობრივები კომფორტულად გადაადგილებას შეძლებენ. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, რომლის ღირებულება 579 047 ლარია.