Accentnews.ge
ესპანეთი უკრაინას Leopard 2A4-ებს, ჯავშანტრანსპორტიორებსა და სასწრაფო დახმარების მანქანებს გაუგზავნის

ესპანეთი უკრაინას Leopard 2A4-ებს, ჯავშანტრანსპორტიორებსა და სასწრაფო დახმარების მანქანებს გაუგზავნის

19/07/2023 12:07:51 მსოფლიო

ესპანეთი უკრაინას 4 ერთეულ Leopard 2A4-ის ტიპის ტანკსა და 10 ჯავშანტრანსპორტიორს გადასცემს, - ამის შესახებ ინფორმაციას ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მისი ცნობით, ესპანეთი ტექნიკას უკრაინაში შემდეგ კვირას გააგზავნის. ახალ პაკეტში შევა პატარა სატვირთო და სასწრაფო დახმარების მანქანები.

როგორც უწყება წერს, გარდა ამ დახმარებისა, ესპანურმა მხარემ უკრაინას უკვე გაუგზავნა საველე ჰოსპიტალი, რომელიც აღჭურვილია საოპერაციო და პოსტ-ოპერაციული ოთახებით, ასევე აფთიაქით.

გარდა ამისა, ესპანეთის თავდაცვის სამინისტრო აპირებს, რომ უკრაინას ზაფხულის განმავლობაში მსხვილ-კალიბრიანი საბრძოლო მასალისა და შეიარაღების ახალი პარტია გაუგზავნოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S