Accentnews.ge
სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი: ვლადიმირ პუტინი BRICS-ის სამიტს არ დაესწრება

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი: ვლადიმირ პუტინი BRICS-ის სამიტს არ დაესწრება

19/07/2023 11:46:34 მსოფლიო

სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტი სირილ რამაფოსა აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი იოჰანესბურგში დაგეგმილ BRICS-ის სამიტზე დასასწრებად არ ჩავა.

როგორც რამაფოსა აღნიშნავს, პუტინის ნაცვლად, რუსეთის დელეგაციას რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი უხელმძღვანელებს.

მისი თქმით, "პუტინი სამიტს საერთო და შეთანხმებული გადაწყვეტილებით არ დაესწრება".

მანამდე, სამხრეთ აფრიკის პრეზიდენტმა თხოვნით მიმართა სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC), რომ მიეცა უფლება, არ დაეკავებინა რუსეთის პრეზიდენტი სამიტზე ვიზიტისას.

BRICS-ის სამიტი სამხრეთ აფრიკაში 22 აგვისტოს უნდა დაიწყოს და მასში მონაწილეობას ქვეყნები, მათ შორის რუსეთი, უმაღლეს დონეზე იღებენ. იმის გამო, რომ სამხრეთ აფრიკა საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს რომის სტატუტის წევრი ქვეყანაა, მას ვალდებულება აქვს რომ პუტინი ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავოს.

შეგახსენებთ, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ პუტინის დაკავების ორდერი მიმდინარე წლის 17 მარტს გასცა. ორდერი რომის სტატუტის მონაწილე ყველა ქვეყანას ავალდებულებს, რომ მათ ქვეყანაში მოხვედრის შემთხვევაში პუტინი დააკავოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S