ამერიკელი გენერალი: ნაღმებისა და სხვა წინაღობების მიუხედავად, უკრაინული ძალები წინ მიიწევენ
19/07/2023 11:21:23 მსოფლიო
აშშ–ის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი, გენერალი მარკ მილი აცხადებს, რომ "რუსეთის ძალების მიმართ წარმოებული კონტრშეტევისას უკრაინას პროგრესი აღენიშნება და ბრძოლაში გამოსაყენებლად კვლავაც დარჩენილი აქვს მნიშვნელოვანი რესურსი".
"უდიდესი საფასურის მიუხედავად, უკრაინელები წინ მიიწევენ სტაბილურად და განზრახვის თანახმად, უძლებენ დაუნდობელ და სისხლიან ბრძოლებს თავიანთი სამშობლოს დასაბრუნებლად", - განუცხადა მილიმ ჟურნალისტებს.
კითხვაზე, შეჩერდა თუ არა კონტრშეტევა, მილიმ უპასუხა, რომ პროცესს აფერხებს რუსეთის მხრიდან ჩადებული ნაღმები და კიევის ძალებს უწევთ გამკლავება ძლიერად გამაგრებულ პოზიციებთან, რომლებიც მოიცავს დანაღმულ ტერიტორიებს, სატანკო წინაღობებს, მავთულხლართებს და გათხრილ სანგრებს.
"ამ ეტაპზე ისინი ინახავენ თავიანთ შემტევ ძალას და ნელა, განზრახვისამებრ, სტაბილურად მიიწევენ წინ ყველა ამ დანაღმულ არეალში, რაც რთული ბრძოლაა", - განაცხადა მან.
აშშ-ის თავდაცვის მინისტრ ლოიდ ოსტინის თქმით, კონტშეტევა "ამ ტრაგიკულ ომში მნიშვნელოვან მომენტს" წარმოადგენს.


