
ეროვნული ბანკის მიერ ხელოვნური ჩარევის შემდეგ ლარი 0.4 თეთრით გამყარდა
26/11/2019 13:11:57 ეკონომიკა
საქართველოს ეროვნული ბანკის ახალი კურსით ლარი დოლართან მიმართებაში 0,041 თეთრით გამყარდა.
27 ნოემბერს ერთი აშშ დოლარი ღირებულება 2,9712 ლარი იქნება, ერთ ევროს კი 3,2727 ლარად შეიძენთ.
გაცვლითი კურსის გამყარებას წინ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება უძღოდა. სებ-მა დღეს სავალუტო აუქციონზე 20 მილიონი დოლარი გაყიდა.