Accentnews.ge
WP: რუსეთის დახმარების გამო აშშ ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს

WP: რუსეთის დახმარების გამო აშშ ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს

19/07/2023 09:58:00 მსოფლიო

აშშ ყირგიზეთის წინააღმდეგ სანქციებს ამზადებს, – იუწყება The Washington Post. როგორც გამოცემა აღნიშნავს, ყირგიზეთი დიდი ხანია, რუსეთს დასავლური სანქციების თავიდან აცილებაში ეხმარება.

"ცენტრალურ აზიაში საიდუმლო "ხვრელია", საიდანაც ყირგიზეთი რუსეთს აკრძალულ დრონებსა და ელექტრონულ ხელსაწყოებს აწვდის. ბაიდენის ადმინისტრაციის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ისინი განსაკუთრებით შეშფოთებულები არიან ყირგიზეთის როლით უკრაინის წინააღმდეგ დაწყებულ ომში. როგორც ისინი ამბობენ, ყირგიზეთი იქცა იმ ბიზნესმენების სახლად, რომლებიც რუსეთის აკრძალულ აზიურ და დასავლურ პროდუქტს აწვდიან. ყირგიზეთის დედაქალაქში ამერიკელი და ევროპელი დიპლომატების რამდენიმეთვიანი უშედეგო ვიზიტების შემდეგ, ბაიდენის ადმინისტრაციამ სანქციებზე დაიწყო მუშაობა, რათა ბიშკეკმა რუსეთთან ვაჭრობა გაწყვიტოს", – იტყობინება The Washington Post.

როგორც ადმინისტრაციის ორი წარმომადგენელი გამოცემასთან ანონიმურად ამბობს, სანქციები შეიძლება მიმდინარე კვირასაც კი ამოქმედდეს.

"ყირგიზეთი, მიუხედავად იმისა, რომ სხვა ქვეყნებთან შედარებით პატარაა, ნათელი მაგალითია იმისა თუ როგორც შექმნა სანქციების თავიდან არიდებისთვის შესანიშნავი გარემო", - ამბობენ ადმინისტრაციის წარმომადგენლები.

The Washington Post–ს ცნობით, 2022 წელს ყირგიზეთის მიერ რუსეთში ექსპორტი ომის დაწყებამდე არსებულ მაჩვენებელთა შედარებით, 250 პროცენტით გაიზარდა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S