მარკ მილი: უკრაინის კონტრშეტევა შორს არის მარცხისგან
19/07/2023 06:12:26 მსოფლიო
უკრაინის კონტრშეტევა შორს არის მარცხისგან, მიუხედავად იმისა, რომ ის მოსალოდნელზე ნელა მიმდინარეობს, - ამის შესახებ აშშ-ის შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბების კომიტეტის ხელმძღვანელმა, გენერალმა მარკ მილიმ განაცხადა.
მისი თქმით, უკრაინას აქვს მნიშვნელოვანი საბრძოლო ძალა, რომელიც ჯერ არ არის ჩართული კონტრშეტევაში.
"უკრაინელები ინარჩუნებენ თავიანთ საბრძოლო ძალას და ნელა, მიზანმიმართულად, სტაბილურად მუშაობენ ყველა ამ დანაღმულ ველზე”, – განაცხადა მარკ მილიმ.


