Accentnews.ge
ჰამბურგში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის გამო 5 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ჰამბურგში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის გამო 5 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

18/07/2023 18:27:09 მსოფლიო

გერმანიაში, ჰამბურგში, მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბი გაუვნებელყვეს, რის გამოც 300 მეტრის რადიუსში ხუთი ათასი ადამიანის ევაკუაცია გახდა საჭირო.

პოლიციის ნობით, ბომბის განმუხტვას ორი ნაწილობრივი დეტონაცია დასჭირდა, რომელთაგან ბოლო წარმატებული იყო: "ბომბი განადგურდა. ახლა ზომები (მისი გასანეიტრალებელი) თანდათან მცირდება".

გარდა ამისა, დაიხურა საჰაერო სივრცე იმ ლოკაციაზე, სადაც ბომბი იყო, ასევე გარეუბნის რკინიგზის სადგური, სენტ-პაულის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანგებო თავშესაფარი მოეწყო.

როგორც იუწყებიან, 1940-იან წლებში ბრიტანეთის საჰაერო ძალების მიერ ჩამოგდებული ბომბი სამშენებლო სამუშაოების დროს Sternschanze-ს მსუბუქ სარკინიგზო სადგურთან იპოვეს.

ეს უკვე მეორე მსოფლიო ომის დროინდელი მეორე ბომბია, რომელიც ჰამბურგში აღმოაჩინეს ორი კვირის განმავლობაში. ამ თვის დასაწყისში ვილჰელმსბურგში მიწის სამუშაოების დროს იპოვეს ბრიტანული ბომბი.

მანამდე ინგლისის საპორტო ქალაქ გრით იარმუთში მოულოდნელად აფეთქდა 250 კილოგრამიანი ბომბი, რომელიც წინა დღით აღმოაჩინეს და მისი სხვაგან განმუხტვა იგეგმებოდა.

მანამდე გერმანიაში მეორე მსოფლიო ომის დროინდელი ბომბის გამო რკინიგზის მთავარ ხაზზე მოძრაობა შეჩერებული იყო.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S