დიდი ბრიტანეთი შიდა ტერორიზმის რისკების შესახებ საუბრობს
18/07/2023 17:15:51 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტრო ქვეყანაში შიდა ტერორიზმის რისკის ზრდის შესახებ იტყობინება. ამის შესახებ ბრიტანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ხელმძღვანელმა სველ ბრავერმანმა ისაუბრა ანტიტერორისტული სტრატეგიის CONTEST-ის წარდგენისას, რომელიც ბოლო ხუთი წლის განმავლობაში პირველად განახლდა, – იუწყება Sky News.
ბრიტანეთს ახლა "შიდა ტერორისტული საფრთხის წინაშე დგას, რომელიც ნაკლებად პროგნოზირებადია, უფრო რთული აღმოსაჩენი და გამოსაძიებელი", - თქვა ბრავერმანმა.
მან ასევე აღნიშნა "საზღვარგარეთ არსებული ისლამისტური ტერორისტული ჯგუფების მხრიდან მომდინარე მუდმივი საფრთხე, რომლებიც ვითარდებიან" და "ოპერაციული გარემო, რომელშიც ტექნოლოგია აგრძელებს ჩვენი კონტრტერორისტული ძალისხმევისთვის შესაძლებლობებისა და რისკების შექმნას."
სწორედ ამიტომ, მინისტრის თქმით, ბრიტანეთის მთავრობას მიაჩნია, რომ „ტერორიზმის რისკი კვლავ იზრდება“.
სტრატეგია CONTEST 2003 წლიდან არსებობს. ბოლოს ის 2018 წელს განახლდა 2017 წელს მომხდარი ხუთი ტერორისტული აქტის შემდეგ.
მანამდე იუწყებოდნენ, რომ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ლიდერები ვილნიუსში გამართულ სამიტზე შეთანხმდნენ ახალ თავდაცვის გეგმაზე, რაც ასახავს ისეთ საფრთხეებთან ბრძოლის აუცილებლობას, როგორიცაა რუსეთი და ტერორიზმი.


