
ჩაქვში, სასტუმროს აუზში ბავშვის დახრჩობის საქმეზე გამოძიება დაიწყო
18/07/2023 14:50:25 საზოგადოება
ჩაქვში, სასტუმროს აუზში 5 წლამდე ბავშვი დაიხრჩო.
შემთხვევა რამდენიმე საათის წინ მოხდა, თუმცა სასტუმროს ადმინისტრაცია დეტალებზე არ საუბრობს.
სასტუმრო "ოაზისის" პრესსამსახურის ინფორმაციით, სასტუმროში ამ დრომდე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს. ამოღებულია ვიდეომასალა.
"მიმდინარეობს გამოძიება, ტერიტორიაზე იმყოფებიან საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლები. მოგვიანებით კომპანია გააკეთებს განცხადებას როგორც მედიისთვის, ისე საზოგადოებისთვის" - ამბობენ სასტუმროს ადმინისტრაციაში.
წინასწარი ინფორმაციი, გამოძიება 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.