ბრიტანეთი ინდოეთი-წყნარი ოკეანის სავაჭრო ბლოკს შეუერთდა
18/07/2023 13:43:54 მსოფლიო
დიდი ბრიტანეთი ინდოეთი-წყნარი ოკეანის სავაჭრო ბლოკს შეუერთდა.
ბრიტანეთი პირველი ევროპული ქვეყანაა, რომელიც ამ გაერთიანების წევრი გახდა.
ინდოეთი-წყნარი ოკეანის სავაჭრო ბლოკში გაწევრიანების შესახებ ხელშეკრულებას ხელი ახალ ზელანდიაში მოეწერა. ახლა მხოლოდ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს თანხმობაა საჭირო.
ხელშეკრულების მიხედვით, ბრიტანეთს საშუალება ექნება შემცირებული ბარიერებით ივაჭროს ბლოკის წევრ ქვეყნებთან. ბლოკი ჯამში, 11 ქვეყანას აერთიანებს.


