Accentnews.ge
ადიგენის მუნიციპალიტეტში სპორტული მინი მოედნების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

ადიგენის მუნიციპალიტეტში სპორტული მინი მოედნების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს

18/07/2023 13:39:09 რეგიონები, რეკლამა

ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისა და ხელშეწყობის მიზნით, ადიგენის მუნიციპალიტეტში სპორტული მინი მოედნების მოწყობა აქტიურად მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას ადიგენის მერია ავრცელებს.

ამ ეტაპზე, სოფელ იმერთუბანში ახალი თანამედროვე სტანდარტების მქონე ხელოვნურსაფარიანი სპორტული მოედანი ეწყობა. მოედანი იზოლირებული მავთულ- ბადით შემოიღობება, დაიგება მწვანე ხელოვნური საფარი, მოეწყობა ფეხბურთის კარი, კალათბურთის ფარი და განათება.

დასრულებული პროექტის შემდეგ ახალგაზრდებს ფეხბურთით, ფრენბურთითა და კალათბურთით თამაშის შესაძლებლობა ექნებათ. აღსანიშნავია, რომ სოფლებში მინი მოედნების მოწყობა ადგილობრივ ახალგაზრდებთან შეთანხმებით მიმდინარეობს, რათა მაქსიმალურად მოხდეს მათი ჩართულობა ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის საქმეში. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხით ფინანსდება.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S