ევროპარლამენტი ჰააგის სასამართლოს ლუკაშენკოს დაკავების ორდერის გაცემის მოთხოვნით მიმართავს
18/07/2023 13:08:18 მსოფლიო
ევროპარლამენტი სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოს დაკავების ორდერის გაცემის მოთხოვნით მიმართავს.
ევროპარლამენტარების შესაბამისი დოკუმენტი დღეს დამტკიცდა. ის ბელარუსისა და ევროკავშირის ურთიერთობებს შეეხება და შესაბამის დოკუმენტს 49 მომხრე და 3 მოწინააღმდეგე ჰყავს. 2-მა თავი შეიკავა პოზიციის დაფიქსირებისგან.
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის განცხადებით, ბელარუსი უკრაინაში მიყენებულ ზარალზე და დანაშაულებებზე არის პასუხისმგებელი ისევე, როგორც უკრაინელი ბავშვების ქვეყნიდან უკანონო გაყვანაზე.
ევროპარლამენტარები აცხადებენ, რომ საბჭომ უნდა გააფართოვოს ევროკავშირის მიერ სანქცირებული ბელარუსი და რუსი პირების სია, მათ შორის, მათი, ვინც უკრაინელი ბავშვების უკანონო დეპორტაციაში მონაწილეობას იღებენ.


