Accentnews.ge
რუსეთი „რისკებით“ იმუქრება „მარცვლეულის გარიგების“ მის გარეშე გაგრძელების შემთხვევაში

რუსეთი „რისკებით“ იმუქრება „მარცვლეულის გარიგების“ მის გარეშე გაგრძელების შემთხვევაში

18/07/2023 12:53:16 მსოფლიო

კრემლი "რისკებით" ემუქრება იმ მხარეებს, რომლებიც "მარცვლეულის გარიგებას" რუსეთის მონაწილეობის გარეშე გაგრძელებას. ამის შესახებ, "ინტერფაქსის" ცნობით. კრემლის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

თურქეთისადმი უკრაინის წინადადების კომენტირებისას, რაც გარიგების მოსკოვის მონაწილეობის გარეშე გაგრძელებას ეხება, მან აღნიშნა, რომ „თუ რუსეთის გარეშე რაღაც გაფორმდება, მაშინ ეს რისკები უნდა იქნას გათვალისწინებული“.

„რა თქმა უნდა, აქ არის კითხვა, რომელიც კომენტარს ჩვენი სამხედროებისგან მოითხოვს, რადგან ჩვენ ვსაუბრობთ ზონაზე, რომელიც უშუალოდ საბრძოლო ზონასთანაა და უსაფრთხოების შესაბამისი გარანტიების გარეშე, იქ გარკვეული რისკები წარმოიქმნება“, - განაცხადა პესკოვმა.

მისი თქმით, რუსეთი „ვერ იტყვის, რომელი ქვეყნები რამდენად არიან მზად ამ რისკების საკუთარ თავზე აღებისთვის“.

ასევე, პესკოვის თქმით, პუტინი ჯერ არ აპირებს თურქეთის პრეზიდენტთან კომუნიკაციას „მარცვლეულის გარიგებაზე“.

18 ივლისს ცნობილი გახდა, რომ საკითხზე თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჰაკან ფიდანმა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვთან და გაეროს გენერალურ მდივანთან ანტონიო გუტერეშთან გამართა მოლაპარაკებები. თურქულ მხარეს კომენტარი ჯერ არ გაუკეთებია, რუსეთის საგარეო უწყების ცნობით, კი ლავროვმა გაიმეორა მოსკოვის არგუმენტები შეთანხმებიდან გასვლის თაობაზე.

17 ივლისს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი განაცხადა „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებაზე, უკრაინამ შუამავალ გაერო–ს და თურქეთს მიმართა, რუსეთის გარეშე უზრუნველყონ შავი ზღვის საექსპორტო დერეფნის მუშაობა. ამ თემაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პარტნიორ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს აწარმოებს ნიუ-იორკში, გაერო–ს შტაბ-ბინაში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S