Accentnews.ge
სირსკი: კასეტური ჭურვები გამოსაყენებლად რამდენიმე დღეში იქნება მზად

სირსკი: კასეტური ჭურვები გამოსაყენებლად რამდენიმე დღეში იქნება მზად

18/07/2023 12:44:45 საზოგადოება

უკრაინის სახმელეთო ჯარების მეთაურის ალექსანდრ სირსკის ინფორმაციით, ამერიკის მიერ გაგზავნილი კასეტური საბრძოლო მასალები უკვე უკრაინაშია და მალე მზად იქნება გამოსაყენებლად. ამის შესახებ სირსკიმ BBC-სთან ინტერვიუში განაცხადა.

გამოცმის ინფორმაციით, კასეტურ საბრძოლო მასალებს ბახმუტში გამოიყენებენ.

ამასთან, სირსკიმ ხაზი გაუსვა, რომ კონტრშეტევის დროს ბრძოლის ველზე სწრაფი შედეგების მიღწევა შეუძლებელია.

„გვსურს მივიღოთ ძალიან სწრაფი შედეგები, მაგრამ სინამდვილეში ეს პრაქტიკულად შეუძლებელია”, - აღნიშნა მან.

აშშ-ის მიერ უკრაინისთვის გამოყოფილი ბოლო სამხედრო დახმარება კასეტურ იარაღს მოიცავს. პენტაგონმა დაადასტურა, რომ უკრაინას ეს იარაღი უკვე გადასცა. კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენება აკრძალულია 100-ზე მეტ ქვეყანაში. ამერიკა, უკრაინა და რუსეთი ამ კონვენციის ხელმომწერები არ არიან.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S