
ჩეხეთი აშშ-ს გადასცემს საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ბრალად ედება ჟურნალისტის მკვლელობის ორგანიზებაში მონაწილეობა
18/07/2023 12:31:55 საზოგადოება
ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა პაველ ბლაჟეკმა ხელი მოაწერა შეთანხმებას ე.წ კანონიერი ქურდის, 38 წლის ფოლად ომაროვის შეერთებულ შტატებში ექსტრადიციის შესახებ. ის საქართველოს მოქალაქეა.
როგორც ადგილობრივი მედია არნიშნავს, მინისტრს შეეძლო ბრალდებულის საქართველოში ან ყაზახეთში ექსტრადირება, მაგრამ დააკმაყოფილა შეერთებული შტატების მოთხოვნა მისი გადაცემის თაობაზე.
„გავეცი ნებართვა ამ ადამიანის აშშ-ში ექსტრადირებაზე“, - განაცხადა, ადგილობრივი მედიის ცნობით, ჩეხეთის იუსტიციის მინისტრმა.
როგორც იუწყებიან, ეჭვმიტანილმა პასუხი უნდა აგოს აშშ-ის სასამართლოს წინაშე რამდენიმე დანაშაულისთვის, მათ შორის ირანული წარმოშობის ამერიკელი ჟურნალისტის მასიჰ ალინეჯადის მკვლელობის მომზადებაში მონაწილეობისთვის, რომელიც დაიბადა პრაღაში და არის ირანის რეჟიმის მწვავე კრიტიკოსი.
გარდა ამისა, მას ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შენახვას და სახიფათო გამოყენებას და ფულის გათეთრებასაც ედავებიან. მასზე აშშ–ში დაკავების ორდერია გაცემული.
ამერიკული პროკურატურის განცხადებით, ჟურნალისტის მკვლელობის მომზადების საქმეში ეჭვმიტანილმა ირანში მყოფი დამკვეთები დააკავშირა აშშ–ში მყოფ შემსრულებელთან გასული წლის ზაფხულში.
გარდა ამისა, პროკურატურა ამტკიცებს, რომ ომაროვის ირგვლივ შექმნილი დაჯგუფება 2021 და 2022 წლებში ორ ამერიკელ ბიზნესმენს შანტაჟის გზით სძალავდა თანხას.
იუწყებიან, რომ მას სამუდამო პატიმრობა ექმურება.