Accentnews.ge
მედია: სირიაში აშშ–სა და რუსეთს შორის დაძაბულობამ აგრესიის ახალ დონეს მიაღწია

მედია: სირიაში აშშ–სა და რუსეთს შორის დაძაბულობამ აგრესიის ახალ დონეს მიაღწია

18/07/2023 11:53:17 მსოფლიო

რუსული გამანადგურებელი ძალიან ახლოს მიფრინდა ამერიკულ სადაზვერვო თვითმფრინავთან სირიის თავზე, რამაც საფრთხე შეუქმნა ეკიპაჟის ოთხი წევრის სიცოცხლეს,– იუწყება სააგენტო AP, რომელმაც ინციდენტის შესახებ ინფორმაცია ამერიკელი ოფიციალური პირებისგან მიიღო.

სააგენტოს ცნობით, შემთხვევა კვირას მოხდა და აჩვენა მნიშვნელოვანი ესკალაცია სირიაში აშშ-ისა და რუსეთის თვითმფრინავებს შორის ბოლო კვირების განმავლობაში მომხდარი ინციდენტების კონტექსტში.

აშშ-ის ოფიციალური პირების განცხადებით, რუსული სუ-35-ის მიერ გზის მოჭრამ ხელი შეუშალა ამერიკულ MS-12-ს უსაფრთხო ფრენაში. ოფიცილურმა პირებმა ინციდენტს სახიფათო ქცევის ახალი დონე უწოდეს, რამაც შეიძლება, ავარია ან ადამიანების დაღუპვა გამოიწვიოს.

გასული კვირების განმავლობაში რუსული გამანადგურებლები არაერთხელ აედევნენ ამერიკულ MQ-9–ს დრონს, მაგრამ ბოლო ინციდენტმა განგაში გამოიწვია, რადგან მან ადამიანების სიცოცხლე დააყენა საფრთხის ქვეშ.

ოფიციალურმა პირებმა, რომლებმაც ანონიმურობის პირობით ისაუბრეს გამოცემასთან, არ დააზუსტეს, რამდენად ახლოს მიფრინდა რუსული თვითმფრინავი ამერიკულთან. MC-12, რომელსაც ჩვეულებრივ იყენებენ სპეციალური ოპერაციების ძალები, ახორციელებდა დაკვირებას სირიაში დაჯგუფების ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ოპერაციების მხარდასაჭერად.

ამერიკელი და რუსი სამხედრო ოფიცრები ხშირად ურთიერთობენ არაკონფლიქტური სატელეფონო ხაზით მსგავსი ინციდენტების დროს მეორე მხარის ქმედებების გასაპროტესტებლად.

თავდაცვის მაღალჩინოსნის თქმით, შეერთებული შტატები განიხილავს სამხედრო ვარიანტების მთელ რიგს, რათა დაუპირისპირდეს რუსეთის აგრესიას სირიის ცაზე. რუსეთის ამ ნაბიჯმა გაართულა "ისლამური სახელმწიფოს" ლიდერის წინააღმდეგ დარტყმის განხორციელება ამ თვის დასაწყისში. საბოლოოდ, შეერთებულმა შტატებმა შეძლო ამოცანის შესრულება.

ოფიციალურმა პირმა, რომელიც სამხედრო ოპერაციებზე ასევე ანონიმურობის პირობით საუბრობდა, უარი თქვა განხილული ვარიანტების დეტალების დაზუსტებაზე, მაგრამ დასძინა, რომ აშშ არ დათმობს არც ერთ ტერიტორიას და გააგრძელებს ფრენას ქვეყნის დასავლეთ ნაწილში "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ მისიების განსახორციელებლად.

გამოცემა აღნიშნავს, რომ რუსული სამხედრო აქტივობა, რომელიც მარტიდან გახშირდა და აგრესიულად გაიზარდა, უკავშირდება მოსკოვს, თეირანსა და სირიის მთავრობას შორის კოორდინაციას, რომლებიც ცდილობენ, ზეწოლა განახორციელონ აშშ-ზე და აიძულონ მას სირიის დატოვება.

ამჟამად სირიაში 900-მდე ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფება ტერორისტული ორგანიზაციის "ისლამური სახელმწიფოს" წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S