Accentnews.ge
გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებით რუსეთი გლობალური კრიზისის ცეცხლზე ნავთს ასხამს

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი: მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებით რუსეთი გლობალური კრიზისის ცეცხლზე ნავთს ასხამს

18/07/2023 09:51:16 მსოფლიო

გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრ ანალენა ბერბოკის განცხადებით, "მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებით რუსეთი გლობალური კრიზისის ცეცხლზე ნავთს ასხამს".

"ყველა კონტინენტზე ოჯახები ძლივს ართმევენ თავს გაჭირვებას და ბავშვები ყოველ ღამე მშივრები იძინებენ. ახლა შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივიდან გამოსვლით რუსეთი კიდევ უფრო მეტ ადამიანს და ბავშვს შიმშილით ემურება. ამიტომ მე, ისევე როგორც სხვები, მოვუწოდებ რუსეთს, შეწყვიტოს შიმშილის იარაღად გამოყენება", – აცხადებს ბერბოკი.

17 ივლისს მას შემდეგ, რაც რუსეთმა უარი განაცხადა „მარცვლეულის შეთანხმების“ გაგრძელებაზე, უკრაინამ შუამავალ გაერო–ს და თურქეთს მიმართა, რუსეთის გარეშე უზრუნველყონ შავი ზღვის საექსპორტო დერეფნის მუშაობა. ამ თემაზე უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება პარტნიორ სახელმწიფოებთან კონსულტაციებს აწარმოებს ნიუ-იორკში, გაერო–ს შტაბ-ბინაში.

შეთანხმების ვადის გასაგრძელებლად რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკებას გეგმავს შუამავალი სახელმწიფოს –თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ ტაიპ ერდოღანი.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S