Accentnews.ge
მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი: მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის დაყოფა ქმნის სიღარიბის გაღრმავების საფრთხეს

მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი: მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის დაყოფა ქმნის სიღარიბის გაღრმავების საფრთხეს

18/07/2023 09:21:42 მსოფლიო

მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა აჯაი ბანგამ განაცხადა, რომ მდიდარ და ღარიბ ქვეყნებს შორის მზარდი დაყოფა ქმის სიღარიბის გაღრმავების საფრთხეს განვითარების პროცესში მყოფი სახელმწიფოებისთვის. ამის შესახებ მან "დიდი ოცეულის" (G20) ქვეყნების ფინანსთა მინისტრების შეხვედრაზე ისაუბრა.

მისი თქმით, ბევრი ქვეყანა კვლავაც ებრძვის "კორონავირუსით" და უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრით გამოწვეულ ორმაგ დარტყმას საწვავის და სამომხმარებლო საქონლის ფასების ზრდაზე, ხოლო კლიმატის ცვლილება ყველაზე მტკივნეულად აისახება მსოფლიოს უღარიბესი ქვეყნების ნაწილზე.

G20-ის შეხვედრის ფონია რუსეთის მხრიდან ორშაბათს გამოცხადებული უარი უკრაინის მარცვლეულის შავი ზღვით გადაზიდვის შეთანხმების გახანგრძლივებაზე. გაერო–ს განცხადებით, რუსეთის გადაწყვეტილებისთვის მძიმე საფასურს მსოფლიოში მილიონობით უღარიბესი ადამიანი გადაიხდის.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S