კაცმა ლენინის მავზოლეუმის დაწვა სცადა
18/07/2023 08:46:32 მსოფლიო
მოსკოვში, წითელ მოედანზე მამაკაცი დააკავეს, რომელმაც 18 ივლისს ღამით ლენინის მავზოლეუმის დაწვა სცადა, – იუწყება ტელეგრამ–არხი 112.
როგორც იუწყებიან, ის "მოლოტოვის კოქტეილის" საშუალებით ცდილობდა მავზოლეუმისთვის ცეცხლის წაკიდებას.
დაკავებული 37 წლის კაცია. დეტალები უცნობია.


