Accentnews.ge
პუტინმა გუბერნატორს უკრაინაში მოკლულ ირკუტსკელებთან მოკითხვა დააბარა

პუტინმა გუბერნატორს უკრაინაში მოკლულ ირკუტსკელებთან მოკითხვა დააბარა

18/07/2023 08:39:33 მსოფლიო

ირკუტსკის გუბერნატორმა კრემლის ლიდერ ვლადიმირ პუტინს მოახსენა „რეგიონის გმირების“ შესახებ, მათ შორის უკრაინაში დაღუპულთა თაობაზე. პუტინმა გუბერნატორს მათთან მოკითხვა დააბარა,– წერს რუსული მედია.

„მინდა, მოგახსენოთ, რომ ჩვენ 192 ირკუტსკელი გვყავს დაჯილდოვებული სახელმწიფო ჯილდოებით - ორდენებით, მედლებით. მათგან ყველაზე ახალგაზრდა, რუსეთის გმირი, რიგითი ედუარდ დიაკონოვია, რომელიც მარიუპოლში გარდაიცვალა გასული წლის მარტში. მან ყუმბარა საკუთარი სხეულით დაფარა, რითაც თანამებრძოლები გადაარჩინა. ეს ჩვენთვის ძალიან ღირებულია. ჩვენთვის ისინი გმირები არიან, ჩვენს მეხსიერებაში და გულში დარჩებიან“, - უთხრა პუტინს კობზევმა.

”ყველას მოკითხვა გადაეცით ჩემგან,” - უპასუხა პუტინმა.

რუსული მედიის ცნობით, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ, ირკუტსკის ოლქიდან 500-ზე მეტი სამხედრო დაიღუპა. რეგიონიდან მობილიზებულები ხშირად ჩიოდნენ, რომ მათ „სასაკლაოზე გზავნიან“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S